ჩემი სოფლის ნიჭიერი ადამიანები
„ქვეყნად ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა დადის,
და ეს ნიჭი საქართველოს გადაარჩენს მჯერა.
ჩემს სოფელში ხელოვნება მწვერვალამდე ადის,
ლექსით,ხატვით და სიმღერით ვაჯადოვებთ ყველას.“
ლექსით,ხატვით და სიმღერით ვაჯადოვებთ ყველას.“
ნ. მჟავია
პროექტის მთავარი იდეა (თემა): პროექტის მთავარი იდეაა, გაიცნონ მათ გვერდით მცხოვრები ნიჭიერი, ხელოვანი ადამიანები.
პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციისა და ძიების უნარი. ასევე გაუღრმავდებათ სიყვარული ხელოვნების მიმართ.
პროექტის მიზნები: ჩემი პროექტის მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ ჩვენს სოფელში მცხოვრები ხელოვანი ადამიანები და დაეხმარონ, რომ მათი შემოქმედება ცნობილი გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.
მოსწავლეთა ასაკი: 15–16 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა: 4 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსალოდნელი შედეგია ის, რომ ფართო საზოგადოება გაიცნობს ჩვენი სოფლის ნიჭიერ ადამიანებს. ასევე შექმნიან ბროშურებსა და ჩაწერენ დისკებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დიქტოფონი, ციფრული კამერა, ინტერნეტი, ფურცლები, მარკერები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ხმის გამაძლიერებელი.
პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I: 1 კვირა. კლასს დავყოფ 4 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მივცემ ჩვენი სოფლის თითო უბანს და ვთხოვ მოძებნონ ხელოვნების ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები. მათთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ ჩაიწერონ მათი ბიოგრაფიული მონაცემები და გაეცნონ მათ შემოქმედებას.
აქტივობა II: 2 დღე. ჯგუფების ნამუშევრების შეჯამება(პრეზენტაცია) და ღონისძიების დაგეგმვა.
აქტივობა III: 4 დღე. ღონისძიებისთვის აფიშებისა და მოსაწვევების შექმნა ისტ. ტექნოლოგიის გამოყენებით.
აქტივობა IV: 1 კვირა. ღონისძიებისთვის მზადება და ღონისძიება: „ჩემს სოფელში ნიჭიერთა ბუმია“. მოვიწვევთ მოსწავლეების მიერ აღმოჩენილ ჩვენი სოფლის ხელოვან ადამიანებს, რომლებიც თვითონ წარუდგენენ საზოგადოებას თავისი შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს.
აქტივობა V: 1 კვირა. მოსწავლეები შეგროვილ მასალას ჯერ განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში. გამოქვეყნების შემდეგ ინტერნეტშივე დაწერენ განცხადებას, რომ სწორედ მათ სოფელში არიან ეს ნიჭიერი ადამიანები და თხოვნით მიმართავენ ყველას დაეხმარონ მათ შემოქმედების რეალიზებაში.
აქტივობაVI: 1 დღე. პროექტის შეფასება მოსწავლეებისა და მასწავლებლის მიერ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მუს.X.1. მოსწავლე მონაწილეობს პროექტში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- განსაზღვრავს მიზანს (კონცერტის ორგანიზება, წიგნი–რვეული, ჟურნალის მომზადება.)
- მოიძიებს თეორიულ მასალას, (ქმნის) რესურსებს.
- გეგმავს და მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
- ანაწილებს ფუნქციებს.
- მონაწილეობს პროექტის წარდგენასა და შეფასებაში.
მუს.X.5.მოსწავლე განიხილავს საკუთარ და სხვის შემოქმედებას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მონაწილეობს გაკვეთილზე შესრულებული შემოქმედებითი დავალების, საჯარო, სკოლის კონცერტის განხილვაში.
- კორექტულია აზრის გამოთქმის დროს.
- წერს რეცენზიას საჯარო, სკოლის კონცერტზე.
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან მარშანიშვილი.
ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: rusudanmarshanishvili@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий